ბოლნისის რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „პუბლიკას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია, მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადასული. გრძელდება ეპიდკვლევა.
***********
ბოლო 24 საათში კი 30 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- დადასტურებული შემთხვევები – 296
- აქედან გამოჯანმრთელებულია – 69;
- გარდაცვლილია – 3;
- კარანტინის რეჟიმში – 4 890;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;