ბოლნისში სწრაფი ტესტით ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა - ექიმი

პუბლიკა

„TV პირველის” ინფორმაციით, სწრაფი ტესტის პასუხით ბოლნისში მცხოვრებ ორსულ ქალს covid-19 დაუდასტურდა და ის ახლა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაჰყავთ. შეკითხვა ორსული ქალის ინფიცირებაზე დიანა ტრაპაიძემ პირდაპირ ეთერში კლინიკის წარმომადგენელს ლალი ტურძელაძეს დაუსვა.

ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მას სასწრაფო დახმარების სამსახურისგან აქვს ინფორმაცია, რომ მათ კლინიკაში გადაჰყავთ ორსული, რომელსაც სწრაფი ტესტით  კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. დამატებითი დეტალები ორსულის მდგომარეობაზე ლალი ტურძელაძისთვის ამ ეტაპზე ცნობილი არაა. კლინიკის წარმომადგენელის თქმით, სავარაუდოდ, ტესტის პასუხი  ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდება.

ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ ეს საქართველოში ორსული ქალის ინფიცირების პირველი შემთხვევაა.