2 მილიონამდე გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთის ინტერვენციის შედეგად იძულებულნი გახდნენ, რომ უკრაინა დაეტოვებინათ – ინფორმაციას გაეროს უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, ეს ევროპაში ქვეყნიდან ყველაზე სწრაფი გადინებაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ეს რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს მას შემდეგ, თუ რუსეთი დაპირებულ 4 ქალაქთან ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის და მშვიდობიან მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება მიეცემათ.
ბოლო ინფომრაციით, „მწვანე დერეფნის“ გავლით, ქალაქ სუმიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და უცხოელი ტურისტების ევაკუაცია დაწყებულია. ისინი ქალაქ პოლტავაში გადაჰყავთ.