ბოლო 24 საათში 12 402 ადამიანი აიცრა, სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 27%

პუბლიკა

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 742 547 აცრა;

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.2%;

სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.0%;

25 სექტემბერს აიცრა 12 402 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყენაში კორონავირუსის 1132 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2956  პაციენტი, გარდაიცვალა 30 ადამიანი.