დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში დაინფიცირებული 1759 კოვიდპაციენტიდან 131 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.
„სამწუხაროდ, გვიინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ექიმი, არამედ – ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. მოგეხსენებათ, რომ ეს გახლავთ ცნობილი ფაქტი, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, სამწუხაროდ, ვართ ჩვენ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
დღეს, 23 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 350.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 24 562;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 9 751;
- მათ შორის გარდაცვლილი – 183;
- კარანტინის რეჟიმში – 4 408;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 155;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 848.
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.