დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 6 617 ადამიანი აიცრა.
საერთო ჯამში ჩატარებულია 1 749 457 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 971 836 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.2%;
სრულად ვაქცინირებულია 777 621 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.2%
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, ბოლო პეიროდში აცრების დაბალი ტემპი „საგანგაშოა“, რის გამოც შესაძლოა სერიოზული პრობლემა შეექმნას ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულებას, ამიტომ ვაქცინაციის ტემპის გაასაქტიურებლად ჯანდაცვის სამინისტრომ და NCDC-იმ მუშაობა უნდა გააქტიუროს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 383 პაციენტი, გარდაიცვალა 27 ადამიანი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,99%, ბოლო 14 დღის – 6,48%, ბოლო 7 დღის – 6,01%;