დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 6817 აცრა ჩატარდა.
დღემდე ჩატარებული აცრების რაოდენობაა – 1 882 118.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %;
სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 723 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 623 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.98%
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 225, იმერეთი – 1 060, ქვემო ქართლი – 256, შიდა ქართლი – 349, გურია – 156, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 493, კახეთი – 617, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 59.