ბოლო 24 საათში აიცრა 30 067 ადამიანი, სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 10,7%.

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში აიცრა 30 067 ადამიანი. სულ ჩატარებულია 1 010 096 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 24.6%; სრულად ვაქცინირებულია 306 151 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 10.7%.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია პლატფორმაზე Booking.mog.gov.ge