ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადაცემის 1 შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. „ვორლდმეტერსის” მონაცემებით, ჩინეთში სულ 13 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 12 იმპორტირებულია.

საერთო ჯამში, ჩინეთში ამ დრომდე დაფიქსირებულია ინფიცირების 80 894 შემთხვევა, გარდაცვლილია 3 237, ხოლო გამოჯანმრთელდა 69 614 ადამიანი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, „ვორლდმეტერსის” მონაცემებით, 93 ახალი შემთხვევაა სამხრეთ კორეაში, ხოლო 111 – ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 198 735 ადამიანია დაინფიცირებული.