ბოლო 24 საათში დამატებული 11 პაციენტიდან ნაწილის ინფიცირების პირველწყარო უცნობია

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ინფიცირების მონაცემი საათობრივად იცვლება, ამიტომაც 24-სააათიანი ციკლის მიხედვით მოგვაწვდის ინფორმაციას. აქედან შესაბამისად, მან ისაუბრა გუშინ დილიდან დამატებულ რაოდენობაზე, ანუ 11 პაციენტზე. ვინაიდან გუშინ დილით საქართველში კორონავირუსით 97 პაციენტის ინფიცირება იყო დადასტურებული, დღეს დილით კი ინფიცირებულთა რაოდენობა არის 108.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 11 პაციენტიდან 3 მათ ცენტრში წევს, დანარჩენები კი სხვა სამედეცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილნი.

ჩემი ცენტრის შემთხვევების წყარო ცნობილია – ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული. რამდენიმე შემთხვევაში, ვიცი, რომ პირველწყარო ცნობილი არ არის, მაგრამ ნაწილობრივ, დანარჩენებში ცნობილია, კონტაქტებიდან გამომდინარე, ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 108-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopgov.ge-ზე განახლდა.

მათ შორის გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

ვებგვერდის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 114, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 ადამიანი.