ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ სამ შემთხვევაში შედის გუშინ კახეთში, სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვის შემთხვევაც, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთი შემოტანილი შემთხვევაა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ორ შემთხვევასთან კი წყაროს კვლევა გრძელდება.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის 10-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 006;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 883;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 640;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31;