Stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 219 პირი, გარდაიცვალა – 8;
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 560 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 769 PCR ტესტით. 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისში გამოვლენილია 256 შემთხვევა,
- აჭარა – 36,
- იმერეთი – 69,
- ქვემო ქართლი – 22,
- შიდა ქართლი – 26,
- გურია – 6,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41,
- კახეთი – 20,
- მცხეთა-მთიანეთი – 7,
- სამცხე-ჯავახეთი – 0,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
STOPCOV.GE-ის ინფორმაციით, „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 360, საიდანაც: 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 800, აჭარაში – 178, იმერეთში – 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 313 პირი, მათ შორის, თბილისში – 148, აჭარაში – 30, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 71 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში – 2, იმერეთში – 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 579 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“.