ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 81 პაციენტი.

ცენტრის ცნობით, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 017 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 435 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 334 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 101 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 206 შემთხვევა
  • აჭარა – 295
  • იმერეთი – 453
  • ქვემო ქართლი – 193
  • შიდა ქართლი – 231
  • გურია – 64
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 255
  • კახეთი – 289
  • მცხეთა-მთიანეთი – 108
  • სამცხე-ჯავახეთი – 86
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 786 საიდანაც: 7 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 137, აჭარაში – 933, იმერეთში – 1 128.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 608 პირი, მათ შორის, თბილისში – 686, აჭარაში – 192, იმერეთში – 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი,  მათგან თბილისში – 229, აჭარაში – 37, იმერეთში – 34.