საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 911 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 768 ადამიანი. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 911
– მათ შორის გამოჯანმრთელებული – 768
– მათ შორის გარდაცვლილი – 14
– კარანტინის რეჟიმში – 2662
– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255
– *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3