worldometers-ის მონაცემებით ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით 2073 ადამიანი გარდაიცვალა.
მათ შორის იტალიაში – 743, ესპანეთში – 489, საფრანგეთში – 240, ამერიკაში – 129, ირანში – 122.
ამ დროისთვის, ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსით 416 774 ადამიანია ინფიცირებული. მათ შორის 108 300 გამოჯანმრთელდა, 18 560 კი გარდაიცვალა.