ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევის 734 ფაქტი გამოვლინდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 734 ფაქტი გამოვლინდა.

„პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 87 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 646 ფიზიკური პირი დაჯარიმდა“, – აცხადებს შსს.


პირბადის ტარების წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმით 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირი ჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.