დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 9 075 ადამიანი აიცრა. 6 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 836 443 აცრა.
სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 993 154 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.0%; სრულად ვაქცინირებულია 843 289 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 29.5 %.
დღევანდელი მონაცემებით, გამოვლინდა ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 კიდევ ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 262 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 656 PCR ტესტით.