ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ახალი მონაცემებით, დაინფიცირდა კიდევ 887 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 887 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გარდაცვლი კოვიდპაციენტებიდან 5 პაციენტი თბილისში, 3 – ბათუმში, 2 – იმერეთში და 1 – გორში გარდაიცვალა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 15327;
  • აქდან გამოჯანმრთელდა – 7613;
  • გარდაიცვალა – 124;
  • კარანტინის რეჟიმში – 5721;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირი – 1090;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.