ბოლო 24 საათში უკრაინის სამხედრო ძალებმა 6 დასახლება გაათავისუფლეს - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა კიდევ 6 დასახლება გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან. ზელენსკის განცხადებით, ჯამში გათავისუფლებულია 1 015 დასახლება.

„ვაგრძელებთ უკრაინის დეტიროტიების დეოკუპაციას. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აღვადგენთ ელექტროენერგიას, წყალმომარაგებას, კომუნიკაციას, ტრანსპორტსა და სოციალურ სერვისებს. ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ხარკივის რეგიონის გათავისუფლება მოწმობს იმაზე, რომ ხელისუფლება მტერს არავის შეატოვებს.