ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 1262 პაციენტი და დაინფიცირდა 2197 ადამიანი.

საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 4 არის თბილისში, 4-იც ქუთაისში, 7 კი აჭარაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 7 გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:

რესპუბლიკური საავადმყოფო; 72 წლის; დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატოლი დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

რესპუბლიკური საავადმყოფო; 83 წლის ქალი, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატოლი დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, შოკი, გულის გაჩერება. თანმხლები: გულის ათეროსკლეზური დაავადება, გულის უკმარისობა.

რესპუბლიკური საავადმყოფო; 59 წლის ქალი; დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატოლი დისტრეს სინდრომი. თანმხლები: თირკმლის ქრონიკული დაავადება.

რესპუბლიკური საავადმყოფო; 81 წლის ქალი; დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირატოლი დისტრეს სინდრომი, შოკის სხვა ფორმები. თანმხლები: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრ. უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

ქობულითის სამედიცინო ცენტრი; 57 წლის კაცი; დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა,გულის ქრონიკული უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

ქობულითის სამედიცინო ცენტრი; 72 წლის კაცი; დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია ბაქტერიული, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ალცჰეიმერის დაავადება

ბათუმის სამედიცინო ცენტრი; 90 წლის კაცი, დიაგნოზი; კოვიდ 19, პნევმონია ბაქტერიული, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის მწვავე უკმარისობა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 33858
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 14829
  • მათ შორის გარდაცვლილი – 253
  • კარანტინის რეჟიმში – 3507
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4022
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2344
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41