ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 28 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. ეს საქართველოში ერთ დღე-ღამეში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, 1 ნოემბერს, StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, 1791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო 2413 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

განახლებული მონაცემები ასეთა:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 40727;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 25104;
  • გარდაიცვალა – 335;
  • კარანტინის რეჟიმში – 3007;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4188;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირი – 2204;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.