რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური სამსახურის დირექტორის ნარიშკინის განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ნარიშკინმა განაცხადა, რომ ბოლო ხანებში ვაშინგტონში მწიფდება უკმაყოფილება, რომელიც გამოწვეულია მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – ქმედებებით.
„აშშ-ში ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან მოყოლებული შეეჩვივნენ, „ხელის რეჟიმით“ მართონ საქართველოს პოლიტიკური პროცესები; უკარნახონ, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ხელისუფლება და რა კურსი გაატარონ ოპოზიციასთან მიმართებით. ბოლო ხანებში ვაშინგტონში მწიფდება უკმაყოფილება, რომელიც გამოწვეულია მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – ქმედებებით, რომელიც ცდილობს თავი აარიდოს ამერიკელთა მოთხოვნების უსიტყვო შესრულებას. თეთრ სახლში შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ „მეოცნებეები“ ზედმიწევნით არ იცავენ დადგენილებას, უსიტყვოდ მისდიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართულ კურსს.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები ცდილობენ ოპოზიციონერთა მხარდამჭერი სისტემური საქმიანობის მოგვარებას და ამავდროულად „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას.
„საქართველოს მაგალითი ადასტურებს იმას, რომ ცალკეული ნაციონალური ელიტის მისწრაფებას – საკუთარი მიმდინარე ამოცანების გადასაჭრელად დაეყრდნოს ვაშინგტონის მფარველობას – მივყავართ დე ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვისკენ და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისკენ როგორც საგარეო არენაზე, ასევე საკუთარ ქვეყანაში.“ – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო დაზღვევის სამსახურის უფროსის განცხადებაში.