ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია - სამინისტრო

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა.

სამინისტროს ცნობით, თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვიც საქართველოს მასშტაბით. ბოლო კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა 81 სკოლა, 379 ცალკეული კლასი და რისკის ჯგუფის 89 მასწავლებელი.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.9%.