დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 23 493 ადამიანია აცრილი.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვაქცინაცია 1 403-მა ადამიანმა ჩაიტარა.
„დღევანდელი დილის მონაცემებით აცრილია 23 493 ადამიანი, აქედან „ასტრაზენეკათი“ 13 486, „ფაიზერით“ კი 10 007. 24 საათის განმავლობაში აცრილი იყო 1 403, აქედან „ასტრაზენეკათი“ 731, ხოლო „ფაიზერით“ 672“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, შემთხვევების მატების გამო ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა უფრო სერიოზულია. ამ დროისთვის დაახლოებით 8 694 აქტიური პაციენტია. მისივე თქმით, ქვეყანაში ძირითადად, 50-70% შემთხვევებში, ცირკულირებს ე.წ. ბრიტაბული შტამი, რომელსაც სწრაფი გავრცელება ახასიათებს.