ბოლო მონაცემებით სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 10% - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 22 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 962 165 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.7%.

სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 10.0%.

21 აგვისტოს აიცრა 23 303 ადამიანი.