ბორელი: აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის

პუბლიკა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელის თქმით, „აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ”. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორელის თქმით, ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება.

„აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ. საქართველოს შესახებ საკითხი არის დღის წესრიგში. ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ცნობილია, რომ საბჭოზე სხვა ქვეყნების საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.