ბორელი და ვარჰეი აღნიშნავენ, რომ EU მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის გამართვას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

ბორელი წერს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა და საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ეს ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის.

„მას შემდეგ, რაც  ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების პირველ საბჭოს სხდომას ვთავმჯდომარეობდი.  საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. ევროკავშირი მზად არის ამ გზაზე თქვენს გვერდში იყოს“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი კი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა საქართველოს  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისცენ.

„ჯოზეფ ბორელთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ევროკავშირისა და საქართველოს საერთო დღის წესრიგის პრიორიტეტები განვიხილეთ.  ამ რთულ დროს გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მივცეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – წერს ოლივერ ვარჰეი.