საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და გააუქმოს კანონი.
„ვენეციის კომისიამ გასცა მტკიცე რეკომენდაცია, საქართველომ გააუქმოს კანონი „საგარეო გავლენის შესახებ“ არსებული ფორმით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების დაცვის მიზნით“, – წერს ბორელი X-ზე.
ვენეციის კომისია კატეგორიულად მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი ამჟამინდელი ფორმით, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმიანობებში მონაწილეობის უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით. ეს უარყოფით გავლენას მოახდეს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.