საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი twetter-ზე წერს.
„ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებული გზისა და უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე.
მადლობელი ვარ ვიცე-პრეზიდენტ ბორელის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერისთვის”, – წერს ზურაბიშვილი.