ბორის აკუნინი: ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას

პუბლიკა

ქართული წარმოშობის რუსი მწერალი, ბორის აკუნინი (გიორგი ჩხარტიშვილი) „ქართული ოცნების” მიერ რუსულ კანონის დამტკიცების მცდელობას ეხმაურება.

აკუნინი წერს, რომ რუსეთშიც სწორედ ასე იწყებოდა. მწერალი ქართველებს მოუწოდებს, არ დაუშვან მსგავსი რამის საქართველოში გამეორება.

„რამდენიმე ქართული მედია დამიკავშირდა და მთხოვა, „უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონპროექტზე კომენტარი გამეკეთებინა.

როგორც წესი, ქართული პოლიტიკური ცხოვრების შესახებ არ ვსაუბრობ. პირველ რიგში, კომპლექსი მაქვს, რომ “ნამდვილი ქართველი” არ ვარ – ენაც კი არ ვიცი. მეორეც, მე თან რუსი მწერალი ვარ,  არსებულ ვითარებაში ნებისმიერი ჩარევა სხვა ადამიანების საქმეებში აღიქმება, როგორც „იმპერიალიზმის გამოვლინება”.

მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არაა. მე საქართველოში დავიბადე, “შვილი” და “შალვოვიჩი” ვარ, იქ ძალიან ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. და ჩემთვის შემაშფოთებელია იმის ნახვა, როგორ ეშვება დემოკრატიული ქვეყანა იმავე ფერდობზე, საიდანაც რუსეთი უფსკრულში გადავარდა.

უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და სწორედ ეს ხდება ახლა. პუტინიზმი ცდილობს, თქვენს სახლებში დაიბუდოს, თქვენივე მთავრობის ინიციატივით. ამ ინფილტრატორის გამოსახლებას ვეღარ შეძლებთ. ის საქართველოს ​კიბოსავით ​შეჭამს. ვიცით, გამოგვივლია. თავიდან „უცხო ქვეყნის აგენტები”, შემდეგ “მეხუთე კოლონა”, შემდეგ “ტერორისტები და ექსტრემისტები”, და შემდეგ პუტინის რუსეთის გარდა, საქართველოს მეგობარი აღარ დარჩება.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთხის ქვეშ.

ქართველებო, არ დაუშვათ, რომ ეს თქვენც დაგემართოთ. გაუფრთხილდით თავისუფლებას”. – წერს ბორის აკუნინი.