ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას დაასრულებს

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ დაასრულებს რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას.

ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ჯონსონმა თქვა, რომ ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტები უნდა იყოს გრძელვადიანი, რადგან რუსეთის აგრესიის ეკონომიკური ბიძგები ბრიტანეთზე გავლენას ახდენს.

ბორის ჯონსონის განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერა გაჭირვებული ოჯახებისთვის ხელს შეუწყობს „პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტას და გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგია იაფი იქნება.“