ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი გააკეთებს ყველაფერს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

პუბლიკა

პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა.

„დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, მათ შორის, მინსკის შეთანხმების. ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი და სიბნელე, ეს არის იმის მინიშნება, რომ უკრაინაში ყველაფერი არასწორი მიმართულებით ვითარდება. დიდი ბრიტანეთი გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეიძლება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მათ შორის იგულისხმება რუსეთისთვის ძალიან მკაცრი სანქციების დაწესება, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, ჩვენ ვიქნებით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას იარაღით მოვამარაგებთ“, – განაცხადა ჯონსონმა.

ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში. ამის შესახებ მან რუსი ხალხისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა.