გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, სადაც COVID-19-გან გამოწვეულ ინფექციაზე მკურნალობას გააგრძელებს. ინფორმაციას The Reuters ავრცელებს. პრემიერის ოფისის განცხადებით, ჯონსონი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
55 წლის ბორის ჯონსონი წმინდა ტომასის საავადმყოფოში კვირა საღამოს მოათავსეს, მაღალი ტემპერატურისა და ხველების გამო, ორშაბათს კი პალატიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამი ღამე გაატარა.