ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს - SkyNews

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა Sky News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ჯონსონის თქმით, ერთადერთი გზა უკრაინაში ომის დასასრულებლად არის პუტინის მიერ იმის გაცნობიერება, რომ მან „კატასტროფული შეცდომა“ დაუშვა.

„ის, რაც ქიმიური იარაღის შესახებ გვესმის, რუსეთის თამაშის წესებში შედის. ისინი იწყებენ საუბარს, რომ ქიმიური იარაღი მათმა ოპონენტებს ან აშშ-მა შეინახა“, – განაცხადა ჯონსონმა.


დღეს თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯენ საკი გამოეხმაურა რუსეთის განცხადებებს უკრაინაში „ამერიკული ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიებისა და ქიმიური იარაღის შექმნის“ შესახებ. იგი სიცრუეს უწოდებს რუსეთის განცხადებას და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინაში თავად რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი.