ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა, „ტემპერატურა და მუდმივი ხველა” მთავარი სამედიცინო ოფიცრის რჩევით, მან ტესტირება ჩაიტარა კორონავირუსზე ტესტზე კი დადებითი პასუხი მიიღო.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის იზოლირებულია და სახლიდან მუშაობს. მან თქვა, რომ „თანამედროვე ტექნოლოგიების ოსტატობის” წყალობით, იგი სახლიდან აგრძელებს ვირუსის წინააღმდეგ ეროვნულ ბრძოლას.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ სახლში დარჩენა ძალზე მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
Over the last 24 hours I have developed mild symptoms and tested positive for coronavirus.
I am now self-isolating, but I will continue to lead the government’s response via video-conference as we fight this virus.
Together we will beat this. #StayHomeSaveLives pic.twitter.com/9Te6aFP0Ri
— Boris Johnson #StayHomeSaveLives (@BorisJohnson) March 27, 2020