„ბორჯღალოსნების“ მწვრთნელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და საქართველოში დაბრუნდა

პუბლიკა

საქართველოს სარაგბო ნაკრების, „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და საქართველოში დაბრუნდა. მწვრთნელს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები და სპორტსმენები დახვდნენ.

მაისაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას ოქტომბრიდან განაგრძობს.

„რთული გზა გამოვიარე. გეგმა მაქვს, დრო სექტემბრის ბოლომდე რეაბილიტაციას დავუთმო, ოქტომბერში მოედანზე ვიქნები“, – განაცხადა „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა.

მაისაშვილს კორონავირუსი ივლისში, სამხრეთ აფრიკაში დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი ერთ თვეზე მეტი იოჰანესბურგის კლინიკაში გაატარა.