ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი შეინიშნებოდა.
როგორც „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები.
უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.