„ნაბეღლავის“ ქარხანაში დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ გაავრცელა.
ქარხანაში დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მატებას მოითხოვენ.
„ნაბეღლავის“ ქარხანაში დასაქმებულების ნაწილი თბილისში სათავო ოფისთან იმყოფება.
„ვითხოვთ ხელფასის მომატება, ვითხოვთ ნორმალურ პირობებს და ვითხოვთ შვებულებას. „ნაბეღლავის” მთელი კოლექტივია, ვინც ვამარაგებთ მთელ ქალაქს, მძღოლები და დისტრიბუაცია. ხვალაც მოგვემატებიან, ქუთაისიც გაჩერდება, რიონიც და ყველა“, – განაცხადა ერთ-ერთმა დასაქმებულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“.
„ხელფასები გაგვიზარდონ და ყურადღება მოგვაქციონ. 1 300 ლარამდე ვითხოვთ გაზრდას, ყველაზე ცოტა, ახლა გვაქვს 650, სირცხვილი არ არის?! ესენი ფასებს უმატებენ. ხელფასის მომატებასა და ტვირთის განაწილებას ვითხოვთ”, – ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე დავით მედოიძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
უკვე რამდენიმე დღეა გაფიცულია ასევე „ბორჯომის“ ქარხნის მუშები. კომპანიის ინფორმაციით, პროტესტის გამო გაჩერებულია ორი მწრამოებელი ქარხანა. დღეს მუშები მსვლელობის მოწყობასაც გეგმავენ.