ბორჯომში ცოლის დაჭრისთვის ბრალდებული კაცი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბორჯომში დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა 1 მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე – 1985 წელს დაბადებული ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაშავებული ვ.ა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ამბობენ შსს-ში.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.