ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჯარი ჩაერთო

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგებლობის გადაასადგილებელი ავტოტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა “MTLB” (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.

მათივე ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.