ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.
კანონპროექტი გუშინ, 28 მაისს გაიწვიეს. ამის შესახებ დეპუტატებს ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა აცნობა. ვიცე-პრემიერს არ განუმარტავს მიზეზი.
კანონპროექტი მიზნად ისახავდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას. კანონპროექტის განხილვას მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირიდან.
კანონპროექტი პრორუსული ბოსნიელი სერბების ლიდერის მილორად დოდიკის მიერ იყო წარმოდგენილი.