ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები 46.2%-ითაა გაზრდილი, პურზე - 28.8%-ით | საქსტატი

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად, 29.1%-ით,  ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე.

სტატისტიკის მიხედვით, ფასების ზრდის ტენდენცია აპრილშიც შენარჩუნებულია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 %-ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 28.8%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 24.1%-ით.

საქსტატის მიხედვით, ზეთსა და ცხიმზე ფასები მომატებულია – 20.8%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 19.3%-ითაა გაძვირებული, თევზეული – 18.9%-ით. რძე, ყველი და კვერცხი 18.0%-ით.  ყავა, ჩაი და კაკაო კი 17.6%.

მონაცემების მიხედვით, ხილსა და ყურძენზე ფასებმა 14.4%-ით, ხოლო ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 10.9%-ით მოიმატა.