ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოში ვითარება „ძალიან საგანგაშოა”.
X-ზე ბრაჟემ დაწერა, რომ ლატვია გმობს გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას.
„როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს სამშაბათს ვუთხარი, უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ძირს უთხრის”. – აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.