„ბრალდება ყალბია, საქმე - პოლიტიკურად მოტივირებული" — ვეფხია კასრაძის საბოლოო სიტყვა

პუბლიკა

დღეს, 27 სექტემბერს სინდისის პატიმარმა, ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვა თქვა.

საბოლოო სიტყვები თქვეს 8 პირის საქმეში სხვა ბრალდებულებმაც. ამით თბილისის საქალაქო სასამართლოში მათი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა.

განაჩენის გამოცხადების თარიღად 2 სექტემბერი ჩაინიშნა.

გთავაზობთ ჯგუფური ძალდობის ორგანიზებაში ბრალდებულის, ვეფხია კასრაძის საბოლოო სიტყვას:

„ფაქტობრივად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჩემს დამნაშავეობას რამე სახით წარმოაჩენს.

რადგან ხმის ჩანაწერი, რითაც მედავება ბრალდების მხარე, არის აბსოლუტურად გაყალბებული, სიყალბეა, ბუნდოვანია, რა დროს არის ჩაწერილი, ვინ ჩაწერა, ვინ გადაიღო. არ არის ავთენტური და ეს ძალიან დიდი ეჭვს იწვევს.

ურთიერთგამომრიცხავია, როცა ბრალდება ბრალს მიყენებს, თითქოს მე რამეს ვაორგანიზებდი, რადგან მე სრულიად საწინააღმდეგო შეხედულება მქონდა ამ პროცესის მიმართ.

მე ზუსტად რომ ვიცი, რა გავიარეთ ჩვენ 90-იან წლებში, დიდი შიში მქონდა, რომ არეულობაში არ გადასულიყო და ჩემს თავს ვალდებულად ვთვლიდი, როგორც ომის ვეტერანი, როგორც საქართველოსთვის მებრძოლი, ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და რიგითი ჯარისკაცი, რომ საზოგადოებასა და სპეცრაზმს შორის არ მომხდარიყო დაპირისპირება.

ძალიან ხშირად მოვუწოდებდი სიმშვიდისკენ. პირველვე დღესვე შევთავაზე პროკურატურას, ამოეღო ის კადრები. მე მოვუწოდებდი რობოკოპებს, სპეცრაზმელებს, ასვეე მეორე მხარეს, რომ დაწყნრებულიყვნენ. წარმოიდგინეთ, ჩემს მოწოდებაზე სიტუაცია დამშვიდდა.

პოლიციელებსაც დავუსვი კითხვა, შეეცდეთ თუ არა, რომ ეს ხალხი დაგემშვიდებინათ-მეთქი. არაფერი არ გაუკეთებიათ, მათ ეჭირათ მხარე.

მე პარტიაშიც კი დავაყენე ეს საკითხი – ვეტერანის პატივისცემა – რაღაცნაირად შუაში ჩავდგები. რამდენად შევძლებთ ჩვენ ამ პროცესების გაკონტროლებას.

ყოველთვის ვემიჯნებოდით ჩვენ – პარტიულადაც ჩვენი მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია კონსტიტუციის ფარგლებში. არც ერთ ჩვენს წევრს, არც ერთს ჩვენი ახალგაზრდულიდან არაფერი ქმედება არ ჩაუდენია კანონს მიღმა.

ეს ბრალდება არის აბსოლუტურად ყალბი, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. არა მხოლოდ უდანაშაულიდ ვცნობ თავს, არამედ ერთადერთი კითხვა მაქვს 9 თვის განმავლობაში – რისთვის? 9 თვეა, ციხეში ვზივარ. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. მე დღეს არ დამიწყია – მოვდივარ ბრძოლით. ისეთ საქართველოში მინდა ვიცხოვრო, რომ თქვენ არავინ მიგითითოთ, რა გადაწყვეტილება მიიღოთ.

ჩვენი აბსოლუტურად არანაირი კონტაქტი არ დადგენილა. ამოიღეს სახლიდან ტელეფონებიც, კომპიუტერებიც. რაღაც კონტაქტი ხომ უნდა ყოფილიყო, რაღაც კომუნიკაცია დადგენილიყო. როგორ უნდა დააორგანიზო, თუ ადამიანებთან კონტაქტს არ ამყარებ.

ჩემზე და არა მხოლოდ ჩემზე პოლიტიკური დევნაა განხორციელებული. ჩვენი პარტიის ლიდერები, ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც საპყრობილეში იმყოფებიან სრულიად უსამართლოდ. ასევე, სხვა პოლიტიკური ლიდერებიც, იმიტომ, რომ არ გამოცხადდნენ პარლამენტის არაღიარებულ კომისიაზე”. – თქვა ვეფხია კასრაძემ.

მან ილაპარაკა ბრძოლაში ჩართვის მოტივაციებზე.

„რატომ ვარ ამ ბრძოლაში ჩართული და რისთვის ბივრძვი – ეს არის ვალდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ. ეს არის ვალდებულება ჩემი დაღუპული მეგობრების წინაშე, ჩვენი და ჩვენი წინაპრების წინაშე. ვალდებულება ილია ჭავჭავაძის წინაშე, ვალდებულება მერაბისა და ზვიადის წინაშე.

დავიღალე, ძალიან დავიღალე, 20 წელი ომში მომიწია ცხოვრებამ. მაგრამ რაღაც ძალა არ მაძლევს [დანებების] საშუალებას. სამშობლოს სიყვარული უზარმაზარი ჭაობია, რაც უფრო ღრმად შედიხარ, რაც უფრო მიიწევ წინ, უფრო მეტად ეფლობი შიგნით და ბოლოს მაინც გშთანთქავს. მაგრამ ერთი საუკეთესო თვისება აქვს სამშობლოს სიყვარულს, რომ სამშობლო აუცილებლად გიფასებს მისდამი სიყვარულს. მე ასე ვიცხოვრე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება.

მე ვიბრძოლებ იქამდე, სანამ ეს ქვეყანა არ გახდება სრულიად დამოუკიდებელი, არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა და სანამ არ გახდება ევროკავშირის წევრი. მე არ მინდა, ეს ჩემს შვილებს დავუტოვო საბრძოლველად.

დღეს ეს ბიჭები იმისთვის იბრძვიან, რომ თითოეული თქვენგანის შვილს ჰქონდეს უკეთესი მომავალი. ეს ბიჭები ყველა თქვენგანის გასაკეთებელს აკეთებენ.

მე შემეძლო, ძალიან კარგად მეცხოვრა. აწყობილი სამშენებლო კომპანია მივატოვე და წავედი, რომ სოფელი არ დაცლილიყო საოკუპაციო ზოლთან. შემეძლო, კარგად მეცხოვრა, მაგრამ ვადლებულება გამაჩნდა.

ეს ბიჭები რომ შემოვლენ, უნდა წამოუდგეთ ფეხზე. სადაც შევლენ, ყველგან უნდა წამოუდგნენ ფეხზე, თუ გვინდა, ნორმალური სახელმწიფო შევქმნათ.

ძალიან დიდი გულისტკივილი მაქვს – ძალიან ბევრმა დამივიწყა.

ვეტერნების და ამ ქვეყნის ჯარისკაცების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ – ამ ადამიანებზე დგას ჩვენი საქართველო და არ შეიძლება, მოვექცეთ ისე, როგორც მე მომექცა სახელმწიფო.

ერთადერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი ცხოვრებაში, რასაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ – ეს არის 2012 წელს მე ამ ხელისუფლებას ხელი შევუწყვე, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული.

ცვლილებები იყო საჭირო საჭირო. 10 ათასი ხმა მოვუყვანე და ჩემი დაკავებით, 20 ათასი ხმა დაკარგეს და კიდევ ბევრს დაკარგავენ, სანამ მე ბრძოლა შემიძლია და მე ამ ბრძოლას არ შევწყვეტ. ციხისთვის კი არა, სიკვდილისთვის ვარ მზად ამ ქვეყნისთვის ნებისმიერ წამს. მე არ მინდა სიცოცხლე, თუ ჩვენი პარლამენტის თავზე რუსული დროშა იფრიალებს”. – თქვა სინდისის პატიმარმა.

ვეფხია კასრაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 

„ჩემი საქმე მთლიანად არის პოლიტიზირებული. მე პოლიტპატიმარი ვარ. ჩემი საქმე არის შეკერილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით – რომ ვიდექი პარტია „ლელოს” გვერდით და ვიბრძოდი საქართველოს მომავლისთვის.

ეს ქვეყანა არის უდიდეს განსაცდელში. სახელმწიფოებრიობის ყოფნა -არყოფნის საკითხი დგას.

მე აკვანში გავიზარდე, პირელად ბრძოლიდან რომ დავბრუნდი, დედამ მითხრა, როგორც არ უნდა გამეკოჭე, მაინც ამოაძვრენდი ხელს და ნაჭერს, როგორც დროშას, ისე იქნევდიო. ალბათ დაბადებიდან იყო ჩემში მებრძოლი სული და თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი”.

8 პირის საქმეზე ბრალდებულები არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან; ასევე – ირაკლი მიმინოშვილი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი – მათ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.