„ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი უტყუარი მტკიცებულება“ | დასკვნითი სიტყვა მიმინოშვილი-გოშაძის საქმეზე

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმეზე 25 აგვისტოს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვების ეტაპი დაიწყო.

საქმეზე ბრალდებულები არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან; ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს კი – მათ მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

ირაკლი მიმინოშვილისა და თორნიკე გოშაძის დაცვის მხარეს ნინო ლომინაძე წარმოადგენს, მან პროცესზე შემდეგ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება:

„ბრალდების მხარეს უნდა ემტკიცებინა რამდენად განახორციელეს ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა  – ძალადობა, რბევა, ქონების დაზიანება განადგურება,  ქვის ან იარაღის გამოყენებით და სამართალდამცავების მიმართ.

ბრალდების მხარეს უნდა ემტკიცებინა, რამდენად ჰქონდა ადგილი ორგანიზებულ ძალადობას და რამდენად იყვნენ ამ ძალადობის მონაწილეები თორნიკე გოშაძე და ირაკლი მიმინოშვილი, თუმცა სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთადერთი დამტკიცდა, რომ ბრალდებამ ვერ უზრუნველყო წარმოედგინა მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომელიც უტყუარად დაადასუტრებდა ამ პირების ბრალეულობას.

ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ძალადობას, ნივთის დაზიანებას და განადგურებას, პოლიციელის მიმართ და ქვის ან რაიმე საგნის გამოყენებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიერ“, – აღნიშნა მან.

ლომინაძის თქმით, საქმის განხილვისა, არ უნახვს კონკრეტული დაზარალებულები, რომლებთან მიმართებითაც დადგინდებოდა, რომ მათ თორნიკე გოშაძემ ან ირაკლი მიმინოშვილმა მიაყენეს ზიანი.

„9 თვეა, ვისმენთ ამ სისხლის სამართლის საქმის განხილვას და ვერ მივხვდი და ვერ ვიხილე, რა ზიანზეა საუბარი. თორნიკე გოშაძემ რომელ დაზარალებულს რა ზიანი მიაყენა და ირაკლი მიმინოშვილმა რომელ დაზარალებულს რა ზიანი მიაყენა. ანუ სად გვაქვს თორნიკე გოშაძის და ირაკლი მიმინოშვილის ქმედება და სად გვაქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ზიანთან მიმართებაში“, – განაცხადა ადვოკატმა.

მან ყურადღება გაამახვილა გამომძიებლების დავით ქიტიაშვილის, გიორგი მხეიძის, ლევან ნიჟარაძისა და არსენ ხუნაშვილის ჩვენებებზე.

ასევე ისაუბრა დაცვის მხარის მიერ ჩატერებული ექსპერტიზის დასკვნაზე:

„საქმეზე დაცვის მხარის მეირ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნები ირაკლი მიმინოშვილის და თორნიკე გოშაძის მიმართ არსებულ ვიდეომასალებთან მიმართებაში, სადაც დავსვით შეკითხვა, რომ იყო თუ არა ვიდეოებზე წყვეტა და შეინიშნებოდა თუ არა მონტაჟის კვალი, რაზეც ექსპერტებმა ცალსახა პასუხი გასცეს და განმარტეს, რომ აღნიშულ ვიდეომასალაზე იყო მონტაჟის და კადრების გადაბმის კვალი.

მინდა განვმარტო, როდესაც გამომძიებელი ლევან ნიჟარაძე არ დაინტერესდა, იყო თუ არა მონტაჟის კვალი და კადრი იყო თუ არა უწყვეტი, დავით ქიტიაშვილი არ დაინტერესდა კადრის უწყვეტობაზე, ხოლო დათვალიერებისას განმარტეს, რომ ირაკლი მიმინოშვილი და თორნიკე გოშაძე ისროდნენ ქვებს პოლიციელების მიმართულებით, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით კი სწორედ პოლიციელების კადრია ჩამატებული…

როდესაც ბატონი დავით ქიტიაშვილმა განაცხადა, რომ ბარლდების მხარე არ იყო, იყო ობიექტური  და ასახა სრულიად ობიქტური ინფორმაცია დათვალიერების ოქმში, რაც შემდგომ ირაკლი მიმინოშვილის დაკავების საფუძველი გახდა.

ასევე, ლევან ნიჟარაძემ ფართოდ ისაუბრა, რომ არ აინტერესებდა ის კადრი, რომელიც შესაძლოა ჩამატებული იყო და მისი მთავარი მიზანი თორნიკე გოშაძის იდენტიფიცირება იყო, სრული და ობიექტური გამოძიების ინეტერსში არ შედიოდა, სწორედაც დადგინდა, რომ აღნიშნული კადრებია დამონტაჟებული, სადაც გამომძიებელმა დათვალიერების ოქმში განმარტა, რომ სხვა პირებთან ერთად იღებდა ქვებს – თუმცა ის სხვა პირები ვინც იღებენ ქვებს ექსპერტიზის დასკვნით  არის ჩამონტაჟებული კადრი თორნიკე გოშაძის ვიდეოში“, – აღნიშნა მან.

ლომინაძის თქმით, არ დგინდება, რომ თორნიკე გოშაძე ვინმეს დავალებით იმყოფებოდა აქციაზე. გოშაძე იქ იმის გამო წავიდა, რომ ნახა კადრები, როგორ სცემდნენ მოქალაქეს პოლიციელები.

„წინა დღისით როცა ნახა, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ პოლიციელები მოქალაქეს, მის თანატოლ ბიჭს, რომელსაც წიხლები ურტყეს სახეში, ეს იყო განმაპირობებელი და მაპროვოცირებელი გარემოება თორნიკე გოშაძის აქციაზე წასვლის და არა ის, რომ ვინმემ მოუწოდა ან რაიმე გეგმასთან მიმართებაში, დავალებით მოხდა მისი აქციაზე წასვლა…

…იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულოს და რაც გახდა მაპროვოცირებელი სწორედაც რომ იმასთან დაკავშირებით მოახდინოს რეაგირება, აბსტრაქტულ გარემოებებს დაეფუძნა თორნიკე გოშაძის პატიმრობა და შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო“, – თქვა ლომინაძემ.

ადვოკატი აღნიშავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ ვლინდება ჯგუფური დანაშაულის შემადგენლობა, რადგან ბრალდებულები, რომლებიც დღეს წარმოდგენილები არიან  არ იცნობდნენ ერთმანეთს და ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც ირიბად მაინც მიანიშნებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შეთანხმდნენ და ღებულებონენ მითითებებს, რაც რა თქმა უნდა არღვევს საქართველოს სისხლის ასმართლის საპროცესო ნორმებით დადგენილ სტანდარტებს.

„მოცმეულ შემთხვევაში ვერცერთმა მოწმემ ვერ მიუთითა, რომ დაინახა ბრალდებულმა როგორ მიაყენა მას ზიანი ან სხვა პირებს, როგორ დააზიანეს სხვისი ქონება. თავად დაზარალებულები უთითებდნენ სხვა ლოკაციებს, ვიდრე თორნიკე გოშაძე და ირაკლი მიმინოშვილი შესაძლოა, ყოფილიყვნენ.

საინეტერესო ფაქტია, რომ არცერთ ვიდეოს გარდა იმისა, რომ არის მონტაჟი და არ არის უტყუარი მტკიცებულება – არ აქვს მითითება თუ სად არის გადაღებული, რომელ საათზე, არ დგინდება მისი წარმომავლობა, ასევე არ ჩანს არცერთ ვარიაციაში თორნიკე გოშაძე ისვრის თუ არა რამეს და მითუმეტეს პოლიციელების მიმართულებით, არაფრით დგინდება, რომ ირაკლი მიმინოშვილი ისვრის თუ არა რაიმე მკვრივ საგანს, განსაკუთრებით, პოლიციელების მიმართულებით, რადგან ერთადერთ ვიდეომტკიცებულებაზე, რომელიც გამომძიებელმა დავით ქიტიაშვილმა დაათვალიერა და მიუთითა, რომ პოლიციელების მიმართულებით ისროდა, აღმოჩნდა მონტაჟი.

შესაბამისად, სამართლებრივი შეფასებისთვის უნდა გვქოდნეს პირის ქმედება და შედეგი, ასევე უნდა დგინდებოდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რომელიც ბრალდების მხარემ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც კი ვერ დაასაბუთა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირაკლი მიმინოშვილსა და თორნიკე გოშაძეს არ ჩაუდენიათ ბრალში მითითებული გარემოებები და გთხოვთ ცნოთ უდანაშაულოდ“, – განაცხადა ლომინაძემ პროცესზე.