ბრალი წამიყენეს განცხადების გამო, რომლითაც მოვუწოდებდი ხალხს, სელფი გადაეღოთ ივანიშვილის ზვიგენთან - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მისთვის ახალი ბრალდების წარდგენას და ამბობს, რომ მას ბრალდება სასამართლო სხდომაზე გაკეთებული იმ განცხადების გამო წარედგინა, რომლითაც ხალხს მოუწოდებდა „სელფი გადაეღოთ ივანიშვილის ზვიგენთან“.

სააკაშვილი წერს, რომ ამ განცხადების გარშემო ტრიალებდა მისი დაკითხვაც. ის დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ბევრად მკაცრი და ფართო სანქციები დააწესოს ბიძინა ივანიშვილის „ ბანდიტური დიქტატურის წინააღმდეგ“:

„მე ოფიციალურად წამიყენეს ბრალი ჩემს პოლიტიკური მართლმსაჯულების „სასამართლო სხდომაზე“ გაკეთებული განცხადების გამო (რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევაა), რომელშიც მოვუწოდებდი ხალხს, სელფი გადაეღოთ ივანიშვილის ზვიგენთან.

დიახ, ამ განცხადების გარშემო ტრიალებდა ჩემი დაკითხვაც და ამას ეფუძნება ჩემი ბრალდება. ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურას კიდევ ერთი ტიტული დაემატა, ის სამართალდამცველიდან გარდაიქმნა ზვიგენთ დამცველად.
მე უკვე დიდი ხანია გამოკეტილი ვარ ძირითადად პიჯაკების ყიდვის საქმეზე და ახლა ამას დაემატა „ზვიგენის სელფის“ საქმე.

გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ბრალწაყენებულ პოლიტიკოსს და დაპატიმრებულ უდანაშაულო ადამიანებს.

მინდა მოვუწოდო დასავლეთს, დაუყოვნებლივ შემოიღოს ბევრად უფრო მკაცრი და ფართო სანქციები ივანიშვილის ბანდიტური დიქტატურის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს აქვს ძალაც, ნიჭიც და გამბედაობაც რათა ეს აყროლებული ნაგავი სახლიდან გაიტანოს და ისტორიის სანაგვეზე მიუჩინოს ადგილი.
ახლა ხელების ჩამოშვების კი არა, გაათმაგებული ბრძოლის დროა. ასეთი საშიში, მჩაგვრელი, ბოროტი, სასტიკი მტერი ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია და ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ მათი დამარცხება, რათა დავიბრუნოთ აწმყო და მომავალი.
და ბოლოს, იქნებ მათ ვინც აქამდე არ იმჩნევდა ჩემს პოლიტიკურ პატიმრობას პირადი მოსაზრებების გამო, ახლა მაინც გაუსწორონ სიმართლეს თვალი და ამოღერღონ თუ რა უსამართლობასთან გვაქვს საქმე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მანამდე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში სააკაშვილი წერს: „მე ჩემის მხრივ ვაპროტესტებ, მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, რომ კიდევ მოვუწოდებ“.


პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალი წაუყენა. 

პროკურატურის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო – მიმართვებში მხარდამჭერებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ მოუწოდებდა. 

პროკურატურა ვაშაძეს და ჯაფარიძეს ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“ 

ასევე ედავებიან, რომ ჯაფარიძე და ვაშაძე უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ. 2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“ 

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“ 

ნიკა მელიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“ 

ელენე ხოშტარიას პროკურატურა ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“

ასევე ედავებიან, რომ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ. 

2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, „ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციაზე“.