შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც უწყება წერს, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბარგის შემოწმებისას მის სამგზავრო ჩანთაში მოწყობილი სამალავიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 3 კილოგრამამდე კოკაინი ამოიღეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა”, – აცხადებს შსს.