ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსი დაუდგინდა.
შესწორება: ბოლსონარო უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მისი ტესტის პასუხი უარყოფითია.
იგი კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. მათ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და როგორც კადრებში ჩანს, ერთმანეთან ახლო დისტანციაზე იმყოფებიან.
კორონავირუსი აქვს ბოლსონაროს პრესსპიკერს, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ ეს “საკითხი არ აწუხებს”.