„ბრძოლა გამარჯვებამდე“, – ამ ლოზუნგით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
აქციის გამომსვლელებს სიტყვით უკვე მიმართა ბათუმის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ:
„განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ამ ქვეყნის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის ის ცვლილება, რომელსაც ხალხმა მხარი დაუჭირა, მათ შორის, ბათუმში 2 ოქტომბრის არჩევნებზე“, – აღნიშნა კირთაძემ.
30 ოქტომბერს, ბათუმში, ისევე, როგორც საქართველოს 19 ქალაქში, მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიორგი კირთაძე (41,97%) და „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი (41,08%) იქნებიან.