რატი ბრეგაძე: ციხეში პაემნები უფასო გახდება 

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მას შემდეგ, რაც პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ძალაში შევა, ციხეებში მსჯავრდებულებთან პაემნები უფასო გახდება.

ჯერჯერობით, ხანგრძლივი პაემნის ფასი 30-დან 120 ლარამდეა.

რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის დროს თქვა, რომ „პენიტენციური კოდექსი გააუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას”.

მათ შორის:

  • ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;
  • ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო;
  • გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;
  • მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.